spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ იუნესკოში დაბრუნდა

ამერიკის შეერთებული შტატები თითქმის 6-წლიანი არყოფნის შემდეგ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (იუნესკო) ოფიციალურად დაბრუნდა. დროშის აღმართვით დაბრუნების ცერემონია ივლისის ბოლოს უნდა გაიმართოს.

 

ამის შესახებ იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულაიმ განაცხადა.

 

“აშშ-ის დაბრუნება UNESCO-ში დასრულებულია: ის კვლავ ოფიციალურად არის ჩვენი ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო. ეს არის დიდი სიახლე იუნესკოსთვის. ჩვენი ინიციატივები გაძლიერდება მთელ მსოფლიოში”, – განაცხადა აზულამ.

 

დღეს, შეერთებული შტატების დაბრუნების შემდეგ, იუნესკოს წევრი 194 ქვეყანაა.

 

ქვეყნის იუნესკოს დაბრუნებამდე შეთანხმებული იქნა გეგმა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და იუნესკოს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგი იყო. მასში შედიოდა აშშ-ს ვალის დაფარვისა და სააგენტოს აღმასრულებელი საბჭოსთვის დაბრუნების გრაფიკი.

 

მას შემდეგ, რაც 2011 წელს პალესტინა იუნესკოს სრულუფლებიანი წევრი გახდა, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ შეწყვიტა ორგანიზაციის დაფინანსება, რადგან ეს აკრძალული იყო აშშ-ს კანონმდებლობით. შეერთებულმა შტატებმა იუნესკოსგან გასვლის შესახებ 2017 წლის ოქტომბერში გამოაცხადა.

 

2022 წლის თებერვალში ისრაელის მთავრობამ შეატყობინა სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ არ ეწინააღმდეგებოდა შეერთებული შტატების იუნესკოს დაბრუნებას. ისრაელის პოზიციამ გზა გაუხსნა კონგრესში ზოგიერთ დემოკრატსა და რესპუბლიკელს ამ ნაბიჯის მხარდაჭერისთვის.

 

გასული წლის დეკემბერში კონგრესმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 500 მილიონ დოლარზე მეტს, რაც საჭიროა იუნესკოსადმი აშშ-ის ვალის დასაფარად და ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრად დასაბრუნებლად.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები