spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-მა 25 მილიონამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას შეუწყობს ხელს

აშშ-მა 25 მილიონამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, აშშ-მა ასევე დააწესა ფულადი ჯილდო ინფორმაციისთვის ვენესუელის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების დასაკავებლად.

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები ივლისში ჩატარდა, რომელშიც გამარჯვებულად საარჩევნო ადმინისტრაციამ ნიკოლას მადურო გამოაცხადა. ოპოზიცია ნიკოლას მადუროს გამარჯვებას არ აღიარებს და არჩევნებში გამარჯვებულად თავის კანდიდატს ედმუნდო გონსალესს მიიჩნევს.

არჩევნების შედეგები არ აღიარეს აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ლათინური ამერიკის ზოგიერთმა ქვეყანამ. არჩევნების შემდეგ ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რა დროსაც ასობით ადამიანი დააპატიმრეს.

10 იანვარს, ნიკოლას მადუროს ინაუგურაციის დღეს გაერთიანებულმა სამეფომ 15 ვენესუელელ მაღალჩინოსანს, მათ შორის, მოსამართლეებს, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებსა და სამხედრო მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. ხელისუფლების განცხადებით, სანქცირებული პირები პასუხისმგებელი არიან ვენესუელაში დემოკრატიისთვისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაზე და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა დევიდ ლემიმ მადუროს რეჟიმს „თაღლითური“ უწოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები