spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-მა ისრაელის სანაპიროსკენ მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი გაგზავნა

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ისრაელში ომის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის სანაპიროსთან ახლოს თავის გემებსა და თვითმფრინავებს გზავნის.

 

ოსტინმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისკენ USS Gerald R. Ford, Ticonderoga-ს კლასის კრეისერის და რამდენიმე გამანადგურებლის გაგზავნის განკარგულება უკვე გასცა. ასევე მიღებულია ზომები F-35, F-15, F-16 და A-10 მოიერიშე ესკადრილიების გასაძლიერებლად რეგიონში.

 

პენტაგონის ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ ისინი სწრაფად მიაწვდიან ისრაელის თავდაცვის ძალებს დამატებით აღჭურვილობასა და რესურსებს, მათ შორის საბრძოლო მასალას.

 

დღეს დილით ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ ისრაელი თავდაცვის ძალებისთვის დამატებით დახმარებას მიიღებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები