spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-მა “ხარება”, მისი მოადგილე და “ალტ-ინფოს” წარმომადგენლები დაასანქცირა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე “ალტ-ინფოს” ორი წევრი – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირა.

აშშ-მა მათ სანქციები დაუწესა საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის.

სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების შედეგად სანქცირებულ პირთა “ყველა ქონება და ქონების ინტერესები, რომლებიც აშშ-შია ან აშშ-ის პირთა კონტროლის ქვეშ ან მფლობელობაშია, დაბლოკილია და უნდა ეცნობოს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურს (OFAC)”.

გარდა ამისა, დაბლოკილია ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად თუ საერთო ჯამში, 50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთ ან რამდენიმე სანქცირებულ პირს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები