ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. საქმე ეხება 10 ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს.
სანქციების მიზეზი მოსკოვის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.
სანქციების სიაში მოხვდნენ Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი და გამოცემის სხვა თანამშრომლები.