ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს, 20 ივლისს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. შეზღუდვები შეეხება ბანკებს, ფიზიკურ პირებს და სამრეწველო საწარმოებს.
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა Yandex-ის კორპორაციული განვითარების მრჩეველს ალექსეი კუდრინს და Alrosa-ს აღმასრულებელ დირექტორს პაველ მარინიჩევს.
სიაში ასევე მოხვდნენ სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ვასილი ანოხინი და FSB-ის უფროსის მოადგილე სერგეი კოროლევი.
ასევე, სიაშია ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე რიმ იონგ-ჰიუკი, რომელიც ასოცირდება “ვაგნერის” ლიდერთან ევგენი პრიგოჟინთან;
ვასილი ოსმაკოვი, რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უფროსის პირველი მოადგილე;
ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ალექსეი ხერსონცევი;
კალაშნიკოვის კონცერნის გენერალური დირექტორი ვლადიმერ ლეპინი;
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე პაველ სნიკარსი;
პაველ სოროკინი, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს უფროსის პირველი მოადგილე;
ილია ტოროსოვი, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე.
ვაშინგტონმა შეზღუდვები დაუწესა ბანკებს – Tinkoff Bank, Solidarity და Unistream.
შავ სიაში ასევე მოხვდა “კლიმოვსკის სპეციალიზებული ვაზნების ქარხანა”, ბიურო “არსენალი”. ფრუნზე, სს „კურგანპრიბორი“ და ლაზერული სისტემებისა და კომპლექსების ცენტრი „ასტროფიზიკა“.
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 14 გემს, კერძო კომპანიებს, ასევე შეზღუდვებს დაექვემდებარა ყირგიზეთის კომპანიები.