ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს, 26 აპრილს, უკრაინას სამხედრო დახმარების უდიდესი პაკეტი გამოუყო. მისი ჯამური ღირებულება 6 მილიარდი დოლარია, – ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
“მოხარული ვარ გამოვაცხადო 6 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ უკრაინის დახმარების ინიციატივის ფარგლებში“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს ამერიკის შეერთებულ შტატებს შეიძინოს ამერიკული საწარმოების მიერ წარმოებული იარაღი.
როგორც ოსტინმა აღნიშნა, ეს პაკეტი ყველაზე დიდია.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს “პატრიოტის” საჰაერო თავდაცვის სისტემის დამატებითი საბრძოლო მასალას; დამატებით საბრძოლო მასალას NASAMS სისტემებისთვის; აპარატურას და სისტემებს დრონების საწინააღმდეგოდ; საბრძოლო მასალას ლაზერული მართვადი სარაკეტო სისტემებისთვის; მრავალფუნქციურ რადარებს; საარტილერიო რადარებს; დამატებითი საბრძოლო მასალას HIMARS სისტემებისთვის; 155 და 152 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს; მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალას; უპილოტო საავიაციო სისტემებს Switchblade и Puma; ტაქტიკურ მანქანებს; ასაფეთქებელ მოწყობილობებს; კომპონენტებს უკრაინული დრონების წარმოებისა და სხვა შესაძლებლობების მხარდასაჭერად; მცირე ზომის იარაღს და დამატებით საბრძოლო მასალას მცირე იარაღისთვის;
ოსტინის თქმით, უკრაინისთვის Patriot-ის მისაწოდებლად მოკავშირეებთან მუშაობა გრძელდება.