აშშ-მა უკრაინას 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის დახმარების ბოლო პაკეტი აშშ-დან 2023 წელს.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვას, საარტილერიო საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და სხვა აღჭურვილობას, რომელიც დაეხმარება უკრაინას წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს: დამატებითი საბრძოლო მასალა NASAMS საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის; სტინგერის საზენიტო რაკეტებს; საჰაერო თავდაცვის სისტემის კომპონენტებს; დამატებითი საბრძოლო მასალას HIMARS-ისთვის; 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს; Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს; 15 მილიონზე მეტ ვაზნას მცირე ზომის იარაღისთვის; ასაფეთქებელი საბრძოლო მასალას; სათადარიგო ნაწილებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ტექნიკური მომსახურებას და სხვა დამხმარე აღჭურვილობას.