ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის 125 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
“ეს პაკეტი, რომლის სავარაუდო ღირებულებაა 125 მილიონი აშშ დოლარი, მისცემს უკრაინას დამატებით შესაძლებლობებს მისი ყველაზე აქტუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის: საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები; მრავალფუნქციური რადარები მტრის არტილერიისა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის აღმოსაჩენად და დასაძლევად“, – განაცხადეს პენტაგონში.
ახალ პაკეტში შედის: Stinger-ის რაკეტები, საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის; 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალა; მრავალფუნქციური რადარები; TOW ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები; Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები; ჯავშანტექნიკა HMMWV-ის დაუზუსტებელი რაოდენობა; საბრძოლო მასალა მცირე იარაღისთვის; ასაფეთქებელი მოწყობილობა და საბრძოლო მასალა; აღჭურვილობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად; სათადარიგო ნაწილები და დამხმარე აღჭურვილობა.