ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გამოაცხადა. მასში შედის კასეტური საბრძოლო მასალები და სხვა იარაღი.
შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის ფარგლებში, უკრაინა მიიღებს:
დამატებითი რაკეტები Patriot-ისთვის; რაკეტები AIM-7 საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის; საზენიტო სისტემები Stinger; დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის; 31 155 მმ ჰაუბიცა; 155 მმ საარტილერიო ჭურვები, მათ შორის კასეტური საბრძოლო მასალები DPICM და 105 მმ ჭურვები; 32 Bradley; 32 Stryker; განაღმვის აღჭურვილობა; ჯაველინი და სხვა ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და რაკეტები; ზუსტი მართვადი საავიაციო საბრძოლო მასალები; ზუსტი მართვადი საავიაციო საბრძოლო მასალები;უპილოტო საჰაერო აპარატები Penguin; ტექნიკის ევაკუაციის 27 ტაქტიკური მანქანა; ტექნიკის ბუქსირებისა და ტრანსპორტირების 10 ტაქტიკური მანქანა; ფეთქებადი საბრძოლო მასალები და დაბრკოლებების თავიდან აცილების სისტემები; მცირე ზომის იარაღი და 28 მილიონზე მეტი მცირე ზომის იარაღის ვაზნა და ყუმბარა; სათადარიგო ნაწილები და სხვა საველე აღჭურვილობა.