spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-მა უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემა დაადასტურა

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების ფარგლებში კასეტურ საბრძოლო მასალას მიაწვდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

 

”ჩვენი გადაწყვეტილება ემყარება უკრაინის საჭიროებებს უსაფრთხოების სფეროში დახმარებისთვის, ხოლო უკრაინას სჭირდება არტილერია შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციებისთვის”, – განაცხადა სალივანმა.

 

სალივანის თქმით, რუსეთი იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალას უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, მაგრამ არსებობს “დიდი განსხვავება” რუსეთის მიერ გამოყენებული კასეტური საბრძოლო მასალის ტიპსა და იმ ტიპს შორის, რომელსაც შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის.

 

”ამ პირობებში, უკრაინამ მოითხოვა კასეტური საბრძოლო მასალები საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად. იმ კასეტური საბრძოლო მასალის პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, გაცილებით დაბალია, ვიდრე რუსეთის”, – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

სალივანის თქმით, უკრაინამ შეერთებულ შტატებს წერილობითი გარანტიები მისცა კასეტური საბრძოლო მასალის ფრთხილად გამოყენების შესახებ. ქვეყანამ პირობა დადო, რომ შეამცირებს რისკებს სამოქალაქო პირებისთვის.

 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დასავლური მედია აქტიურად წერდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას  შემდეგი სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში კასეტურ საბრძოლო მასალას მიაწვდის.

 

ამავდროულად, ზოგიერთი მოკავშირე უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემას ეწინააღმდეგებოდა. ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფო გერმანიაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები