აშშ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე “მაგნიტსკის სიაში” შეიყვანა და დაასანქცირა.
“საქართველოში არჩევნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს წამყვანმა ოფიციალურმა პირებმა სასტიკი რეპრესიები დაიწყეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმა და ძალადობა”, – განაცხადა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ხაზინის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა.
სანქცირებული პირების ქონება და ქონებრივი ინტერესები, რომლებიც შეერთებულ შტატებში ან აშშ-ის პირების მფლობელობაშია, დაბლოკილია.
დღეს, 19 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა ხუთი ქართველი მაღალჩინოსანი დაასანქცირა. სანქციები შეეხოთ: შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს სულხან თამაზაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს.
სანქციები მოიცავს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვას, ასევე აქტივების გაყინვას.