spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ რუსეთს ბირთვული თავდასხმის კატასტროფული შედეგებისა და “გადამწყვეტი პასუხის” შესახებ აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების კატასტროფული შედეგების შესახებ  აფრთხილებს. ვაშინგტონი პირობას დებს, რომ გადამწყვეტ პასუხს გასცემს, თუ კრემლი ამ ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტს, –  ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

 

“თუ რუსეთი გადაკვეთს ამ საზღვარს, შედეგები რუსეთისთვის კატასტროფული იქნება. შეერთებული შტატები გადამწყვეტად უპასუხებს. ახლა, კერძო არხებით, ჩვენ უფრო დეტალურად განვმარტეთ, რას ნიშნავს ეს”, – განაცხადა სალივანმა.

 

მისი თქმით, ვაშინგტონი ავითარებს გეგმას „ყველა შემთხვევისთვის“.

 

სალივანმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ უკვე მუშაობს ახალ ანტირუსულ სანქციებზე, რომელიც დაწესდება ორგანიზაციების, ფიზიკური პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო მანქანას და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე “რეფერენდუმებს”.

 

ამასთან, სალივანმა არ ისურვა კომენტარის გაკეთება რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული და “რუსეთის მომავალი რუსმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები