spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს

აშშ რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

“ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს ყველა რუსული რეისისთვის ამერიკული საჰაერო სივრცის დახურვით, რათა გავაძლიეროთ რუსეთის იზოლაცია და დამატებითი დარტყმა მივაყენოთ მათ ეკონომიკას.

 

ჩვენ ფართოდ და სიფრთხილით მოვემზადეთ, თვეების განმავლობაში ვაყალიბებდით კოალიციას თავისუფლების მოყვარული ქვეყნებისგან ევროპასა და ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში პუტინისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. რუსეთის ტყუილს სიმართლე დავუპირისპირეთ და ახლა თავისუფალი მსოფლიო მას პასუხს აგებინებს.

 

ევროკავშირის 27 წევრთან ერთად, ასევე დიდ ბრიტანეთთან, კანადასთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან, ასევე შვეიცარიასთან ერთადაც კი, ჩვენ ტკივილს ვაყენებთ რუსეთს და მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს. პუტინი ახლა იზოლირებულია მსოფლიოსგან ისე, როგორც არასდროს. ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ჩვენ ვაწესებთ ძლიერ ეკონომიკურ სანქციებს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, რუსეთის ეკონომიკა ირყევა და ამაში დამნაშავე მხოლოდ ვლადიმერ პუტინია.

 

“ჩვენ რუსეთის უმსხვილეს ბანკებს ვბლოკავთ საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან, არ ვუტოვებთ რუსეთის ცენტრალურ ბანკს საშუალებას, დაიცვას რუსული რუბლი. პუტინის 630 მილიარდიან საომარ ფონდს უსარგებლოდ ვაქცევთ. ჩვენ ვბლოკავთ რუსეთის წვდომას ტექნოლოგიებზე, რაც შეამცირეს ეკონომიკურ სიძლიერეს და შეასუსტებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მომავალ წლებში. 

 

მე ვეუბნები რუს ოლიგარქებსა და კორუმპირებულ ლიდერებს, რომლებმაც მილიონობით დოლარი იშოვეს ამ ძალადობრივი რეჟიმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი არ დატოვებს რეაგირების გარეშე რუსი ოლიგარქების დანაშაულებს, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ჩვენ ვიპოვით და დავაყადაღებთ მათ იახტებს, ძვირადღირებულ ბინებს და კერძო თვითმფრინავებს. ჩვენ მოვდივართ თქვენი არაკეთილსინდისიერი შენაძენებისთვის. 

 

ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს ყველა რუსული რეისისთვის ამერიკული საჰაერო სივრცის დახურვით, რათა გავაძლიეროთ რუსეთის იზოლაცია და დამატებითი დარტყმა მივაყენოთ მათ ეკონომიკას. მას წარმოდგენა არ აქვს, რა ელოდება. რუბლი უკვე გაუფასურდა 30%-ით. რუსეთის საფონდო ბირჟა 40%-ით შემცირდა და ვაჭრობა შეჩერებულია. რუსეთის ეკონომიკა ირყევა და ამაში დამნაშავე მხოლოდ პუტინია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები