spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა თეთრ სახლში 30 აგვისტოს გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის თეთრ სახლში 30 აგვისტოს მიიღებს.

 

“პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელის უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობას თეთრ სახლში 30 აგვისტოს. ვიზიტი დაადასტურებს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე რუსეთის აგრესიის ფონზე”, – აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

 

გარდა ამისა, თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი ასევე დაადასტურებს მჭიდრო თანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში და აშშ-ის მხარდაჭერას პრეზიდენტ ზელენსკისადმი კორუფციასთან ბრძოლისა და რეფორმების გატარების საკითხებში, რომელიც აშშ-უკრაინის საერთო დემოკრატიულ ფასეულობებს ეფუძნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები