spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-ში აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმა ირანის მხარდაჭერით განხორციელდა

აშშ-მა ადასტურებს, რომ წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე ოთხი თავდასხმა მოხდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამი ხომალდი დაკავშირებულია 14 ქვეყანასთან.

 

“ეს თავდასხმები პირდაპირ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ვაჭრობასა და საზღვაო უსაფრთხოებას. ჩვენ ასევე გვაქვს ყველა საფუძველი ვირწმუნოთ, რომ ეს თავდასხმები, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა ჰუსიტების მიერ იემენში, სრულად არის მხარდაჭერილი ირანის მიერ.

 

შეერთებული შტატები განიხილავს ყველა საჭირო საპასუხო ზომას საერთაშორისო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით“, – აღნიშნულია სარდლობის განცხადებაში.

 

გუშინ მედიამ, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ წითელ ზღვაში თავს დაესხნენ ამერიკულ სამხედრო გემს და რამდენიმე კომერციულ გემს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გამანადგურებელ USS Carney-ზე.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები