spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-ში პედიატრიული კლინიკები გადაიტვირთა – “ომიკრონის“ გამო ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა

ნიუ-იორკში პედიატრიული პაციენტების რაოდენობა კლინიკებში ხუთჯერ გაიზარდა. CNN-ის ინფორმაციით, მცირეწლოვნების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ქვეყნის მასშტაბით, გასულ კვირას 35%-ით გაიზარდა. 

 

“ომიკრონის“ სწრაფი გავრცელება დაემთხვა შობა-ახალი წლის დღესასწაულებს, რასაც აშშ-ში ძალიან ბევრი ბავშვის დაინფიცირება მოჰყვა. ბავშვთა კლინიკები შიშობენ, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. 

 

“ვფიქრობ, უფრო მაღალი ციფრები გვექნება, ვიდრე ოდესმე გვქონია. შემთხვევების რაოდენობა იზრდება, შობის შეკრებების შედეგებს კი მომდევნო დღეებში ვნახავთ. უქმეებზე ახალი წელია, კიდევ მეტი ადამიანი შეიკრიბება ერთად, უფრო მეტი დაავადდება და შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, – განაცხადა ტეხასის ბავშვთა პედიატრიული და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო დირექტორმა სტენლი სპინერმა. 

 

მისივე თქმით, „დელტა“ ვარიანტით უფრო მეტი ბავშვი დაავადდა, ვიდრე – წინა შტამებით, თუმცა „ომიკრონს“ უფრო მეტი ინფიცირება მოჰყვება. 

 

როგორც სპინერი აღნიშნავს, თუ ზრდასრულ მოსახლეობაში, წინასწარი მონაცემებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დაბალია, ბავშვებში პირიქითაა – „ომიკრონით“ ინფიცირებული პაციენტების რიცხვი კლინიკაში იზრდება. 

 

სპინერის თქმით, „ომიკრონი“ არ აჩვენებს წინა შტამებზე მძიმე შედეგებს, დაავადების მიმდინარეობისას, თუმცა მას არ შეუძლია თქმა, რომ ვარიანტი უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. 

 

“ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბავშვების კლინიკაში მოთავსება არ გახდეს აუცილებელი. თუ საავადმყოფოში ვაწვენთ, ეს ნიშნავს, რომ ისინი უკვე საკმაოდ ავად არიან. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვების დიდი ნაწილი აუცრელია, ან ერთი დოზა აქვს მიღებული“, – აცხადებს CNN-თან სპინერი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები