ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხლის შედეგად მომხდარი ინციდენტების მსხვერპლი სულ მცირე 27 ადამიანი გახდა.
გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა ვისკონსინის, კანზასის, კენტუკის, კოლორადოს, მისურის, მიჩიგანის, ნებრასკას, ნიუ-იორკის, ოჰაიოს, ოკლაჰომასა და ტენესის შტატებში.
აშშ-ში შტორმს თან ახლავს ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და ძლიერი თოვლი. ამ ყველაფერმა გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევების გახშირება, პრობლემები ელექტრომომარაგების და ფრენების კუთხით.