American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა, რომლის ბორტზეც სამი ჯარისკაცი იყო.
შეჯახების შემდეგ თვითმფრინავიც და სამხედრო ვერტმფრენიც მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
შეჯახება ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ახლოს მოხდა.
სამაშველო სამუშაოების შედეგად სულ მცირე 18 ცხედარია ნაპოვნი. ცოცხლად გადარჩენილების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის.
რონალდ რეიგანის სახელობის აეროპორტი თეთრი სახლიდან და კაპიტოლიუმიდან დაახლოებით 4 კილომეტრში მდებარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ იღებს ყველა ინფორმაციას თვითმფრინავის ჩამოვარდნის და სამაშველო ოპერაციის შესახებ.