ამერიკის შეერთებული შტატების ავიახაზები, წინასაშობაოდ და შობის დღეს, ასობით ფრენას აუქმებს.
„Delta Airlines”-მა შობის დღეს ქვეყნის მასშტაბით განსახორციელებელი 86 ფრენა, ხოლო „United Airlines”-მა 44 რეისი უკვე გააუქმა.
არსებული ინფორმაციით, კიდევ უფრო მეტი ფრენა გაუქმდა შობის წინა დღეს, 24 დეკემბერს. კერძოდ, სრულად გაუქმებულია „United Airlines”-ის 154, ხოლო „Delta Airlines”-ის 105 რეისი.
ავიაკომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება იმან განაპირობა, რომ მომსახურე პერსონალის ნახევარი „ომიკრონის“ ახალი შტამითაა ინფიცირებული და კომპანია კადრების მწვავე სიმცირეს განიცდის.