ალ რაინში, აჰმედ ბინ ალის სტადიონზე, ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატები და უელსი დაუპირისპირდნენ და ფრე, 1:1 ითამაშეს.
პირველ ტაიმში ამერიკელებმა მეტოქეს აჯობეს და 36-ე წუთზე, პულიშიჩის ასისტით ტიმოთე ვეამ ანგარიში გახსნა და აშშ წინ გაიყვანა.
ამის შემდეგ უელსი გააქტიურდა, თუმცა ამერიკამ მალევე შეძლო კონცენტრაცია და მატჩი თავისთვის სასიკეთო ანგარიშით მიყავდა, მაგრამ 82-ე წუთზე უელსელთა კაპიტანმა გარეთ ბეილმა თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, თავადვე შეასრულა და 64 წლის შემდეგ პირველი უელსური გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატზე.
აღსანიშნავია, რომ უელსმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლოს 1958 წელს ითამაშა.
22 ნოემბერს ფეხბურთის გულშემატკივარს ოთხი შეხვედრა ელოდება:
14:00 საათზე – არგენტინა-საუდის არაბეთი
17:00 საათზე – დანია-ტუნისი
20:00 საათზე – მექსიკა-პოლონეთი
23:00 საათზე – საფრანგეთი-ავსტრალია