spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ უკრაინას 425 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს, 16 ოქტომბერს უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გამოაცხადა, რომელშიც 425 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი შედის.

როგორც თეთრ სახლში აღნიშნეს, ამერიკელმა ლიდერმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ გამოაცხადა.

პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ჰაერი-მიწა საბრძოლო ტიპის მასალები, ჯავშანტექნიკა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალა.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ  უახლოეს თვეებში უკრაინა მიიღებს დამატებით იარაღს შეერთებული შტატებისგან.

უკრაინის პრეზიდენტმა  ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ დაწერა, რომ მადლიერია მისი, კონგრესის ორივე მხარის და ამერიკელი ხალხის ახალი პაკეტისთვის, რომელიც “შეიცავდა ახალ საჰაერო თავდაცვის სისტემებს და შორ მანძილზე მოქმედების იარაღს”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები