აშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
როგორც სალივანმა განაცხადა, დახმარების ახალი პაკეტი შეავსებს იმ ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც უკრაინას მოკავშირეებმა უკვე გადასცეს.
პენტაგონში განაცხადეს, რომ სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის ღირებულება 400 მილიონი დოლარი იქნება.
ბოლოს აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარება ოქტომბრის ბოლოს გამოუყო.