spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ უკრაინას კიდევ 350 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 350 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.

 

“დახმარების პაკეტი მოიცავს სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

 

საუბარია HIMARS მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების ჭურვებზე.

 

ასევე უზრუნველყოფილი იქნება საბრძოლო მასალები Bradley-სთვის, HARM რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, კატარღები და სხვა აღჭურვილობა.

 

“ჩვენ მივესალმებით 50-ზე მეტ ქვეყანას, რომლებიც გაერთიანდნენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. მხოლოდ რუსეთს შეუძლია დაასრულოს ომი. სანამ ის ამას გააკეთებს, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება”, – განაცხადა ბლინკენმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები