spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ უკრაინას კიდევ ერთ დიდ სამხედრო პაკეტს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ოფიციალურად გამოუყოფს სამხედრო დახმარების კიდევ ერთ დიდ პაკეტს, – ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, აშშ-ის საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

 

“აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ უკრაინას გამოუყოფს 2,2 მილიარდი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს. პაკეტი მოიცავს Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საარტილერიო საბრძოლო მასალებს და HIMARS-ის ჩვეულებრივ და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს“, – განაცხადა რაიდერმა.

 

აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის: საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის; 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები;120 მმ ნაღმტყორცნები; 190 მძიმე ტყვიამფრქვევი თერმოგრაფიული სამიზნეებით და დრონებთან საბრძოლველად შესაბამისი საბრძოლო მასალით; 181 ნაღმსაწინააღმდეგო მანქანა  (MRAP);  250 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა Javelin; 2000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა; Claymore-ის ქვეითი საბრძოლო საბრძოლო მასალა; ასაფეთქებელი საბრძოლო მასალა; ორი  საზენიტო-სარაკეტო გამშვები HAWK; საზენიტო იარაღი და საბრძოლო მასალა.

 

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო დახმარებამ უკრაინისთვის 29,3 მილიარდ დოლარს მიაღწია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები