ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
“უახლოეს დღეებში მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ გამოცხადდება”, – აღნიშნა მან.
ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.