საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
“13 ნოემბერი, ასი ათასი მოწამის ხსენების დღე, წელს პანდემიის გამო მასშტაბურად არ აღინიშნება. თუმცა დილით, 10:00 საათზე ჩატარდება ორი წირვა 100 000 მოწამისა და წმინდა აბო თბილელის სახელობის ტაძრებში, ხოლო 13:00 საათზე გადახდილი იქნება პარაკლისი მეტეხის ხიდზე.
წმინდა 100 000 მოწამის მეოხებით ღმერთმა მშვიდობა მომადლოს ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.