ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთასთან ორ ადამიანს მეხი დაეცა.
შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის დროს, მამაკაცები ტყეში შეშის დასამზადებლად იმყოფებოდნენ.