spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ასტორია გრანდემ” ბათუმის პორტი შეძახილების და პროტესტის ფონზე დატოვა

საკრუიზო ლაინერმა “ასტორია გრანდემ” ბათუმის პორტი შეძახილების და პროტესტის ფონზე დროზე ადრე დატოვა.

 

გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აღარ შემოვა, ბათუმი მარშრუტიდან ამოღებულია. 

 

პროტესტი ბათუმის პორტში წუხელ დაიწყო. აქციას დაკავებები მოჰყვა. პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანი დაკავებისას სცემეს.

 

დაკავებულები აჭარის, სამეგრელოსა და გურიის წინასწარი დაკავების იზოლატორებში არიან გადაყვანილი.

 

საპროტესტო აქციები გაიმართა თბილისსა და ქუთაისში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები