spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“აჭარა ტექსტილის” თანამშრომლები სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ

ქობულეთში, “აჭარა ტექსტილის” საწარმოში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა.

 

აღნიშნულის გამო 1 200-მდე მოქალაქის შენობიდან ევაკუაცია გახდა საჭირო.

 

აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, 20-მდე პირი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საჭირო გახდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

 

საწარმოში სამუშაო პროცესი შეჩერებულია. “აჭარა ტექსტილის” მენეჯერის განცხადებით, საწარმოში ბუნებრივი აირი მხოლოდ სამზარეულოშია შეყვანილი და კავშირი არ აქვს ცენტრალურ ფრიგელთან, სადაც დასაქმებულები მუშაობენ.

 

შემთხვევის ადგილას იმყოფებიან “სოკარ გაზის” მობილური ჯგუფები, რომლებიც მოკვლევას ატარებენ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები