აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველებმა დაპირისპირების დროს რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის ერთი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია.
ბათუმში პროტესტი ამ დრომდე გრძელდება, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ.
28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, რასაც საქართველოს მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.