აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, აჭარის რეგიონში, დაბა ჩაქვსა და ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აქციის ფარგლებში, 200-მდე აფხაზეთიდან დევნილს ჩაუტარდა შემდეგი მომსახურებები: ოჯახის ექიმის კონსულტაცია; მხედველობის სკრინინგი: ოფთალმოლოგის კონსულტაცია; სათვალის რეცეპტის გაცემა (საჭიროების შემთხვევაში). პედიატრის კონსულტაცია; კარდიოლოგის კონსულტაცია; ეკგ. ნევროლოგის კონსულტაცია; ენდოკრინოლოგის კონსულტაცია; სხვადასხვა სისტემის რადიოლოგიური კვლევა; ტესტირება COVID-19 -ის დიაგნოსტიკის მიზნით.
გამოკვლევებში საქართველოს წამყვანი კლინიკებისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
ასევე, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ჰიგიენური სასაჩუქრე ნაკრები გადაეცათ.