spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს კობა ფარტენაძეს თავს დაესხნენ

ბათუმში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტს კობა ფარტენაძეს თავს დაესხნენ. 

 

ფარტენაძის თქმით, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა სამსახურთან მიაყენეს. 

 

“დილის გადაცემა დასრულდა თუ არა შემატყობინა დაცვამ, რომ სტუმარი იყო მოსული, რომელიც მელოდებოდა. გავედი, დამხვდა ადამიანი, რომელიც ქალაქიდან ვიცი, ზოგადად ყველამ იცის, რომ ძალიან ბევრს ვიცნობ და მხოლოდ გამარჯობით შემოვიფარგლებოდი მის მიმართ. მოგიტანე წიგნი საჩუქრადო, გავედი და შემდეგ მოხდა უკვე, თმაზე ჩამაფრინდა ასე რომ ვთქვათ, სამი კიბით ქვემოთ ჩამაგდო, ისროდა რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელ ფრაზებს, რომ არ უნდა დავბადებულიყავი”, – აცხადებს ფარტენაძე.

 

ჟურნალისტი პოლიციამ გამოკითხა, მას ექსპერტიზა უტარდება.

 

პოლიციას თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს, თუმცა ის ჯერ დაკავებული არაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები