უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 333 840 (+1030) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 05.12.2023-მდე: ტანკები – 5587 (+7), ჯავშანტექნიკა – 10416 (+15), საარტილერიო სისტემები – 7987 (+25), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 913 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 605 (+3), თვითმფრინავები – 323 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 6032 (+15), ფრთოსანი რაკეტები – 1570 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 22 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 10 483 (+32), სპეციალური ტექნიკა – 1148 (+7).
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 5 დეკემბერს დილით, რუსი ოკუპანტები ავიაციის მხარდაჭერით ცდილობდნენ გაერღვია უკრაინელი სამხედროების თავდაცვა ავდიივკას მიმართულებით, თუმცა უშედეგოდ. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეუტიეს რუსეთის პოზიციებს ავდიივკას მახლობლად და დაიბრუნეს დაკარგული პოზიციები. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე დაიკავეს პოზიცია ბელოგრუდის კუნძულზე, ხერსონის რეგიონის აღმოსავლეთ (მარცხნივ) სანაპიროზე.