spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მონიტორინგის სისტემებთან კავშირი დაკარგა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვითარება გართულებულია.

 

სააგენტოს დირექტორის რაფაელ გროსის განცხადებით, კავშირი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების კონტროლის სისტემებთან, საიდანაც სააგენტო მონაცემებს დისტანციურად იღებდა, შეწყვეტილია.

 

ამასთან, გროსის თქმით, უკრაინულმა მხარემ აცნობა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო მართვის უზრუნველსაყოფად, სულ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება დაახლოებით 210 ტექნიკური და უსაფრთხოების პერსონალის შეცვლა, რომლებიც ქარხანაში მუშაობენ მას შემდეგ, რაც ქალაქში რუსეთის ჯარები შევიდნენ.

 

ატომურ ელექტროსადგურზე ისევ ის ცვლა მუშაობს, რომელიც ქალაქში რუსეთის ჯარის შესვლის დროს იმყოფებოდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ტექნიკური და უსაფრთხოების თანამშრომლების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და მათ არ აქვთ წვდომა საკვებზე, წყალსა და აუცილებელ მედიკამენტებზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები