spot_img
spot_imgspot_img
spot_img

აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევისათვის ძვირს გადაიხდის

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმაურება.

“რუსული მეთოდებით მოქმედმა საქართველოს პოლიციამ გუშინ დააკავა, დააშინა და დაამცირა ოპოზიციური პარტიის “დროას” თავმჯდომარე ელენე ხოშტარია. საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევისათვის ძვირს გადაიხდის”, – წერს ევროპარლამენტარი.

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ის ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები