პოლიციური რეჟიმი ახდენს თავისი ძალაუფლების კონსოლიდაციას და ამას იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა საჭიროა ქმედებები.
“გვჭირდება ქმედება, მე ვფიქრობ, რომ ბატონი ჰერჩინსკი უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ არ გვაქვს დრო, ჩვენ უნდა ვიჩქაროთ იმიტომ, რომ “ქართული ოცნება”, პოლიციური რეჟიმი ახდენს თავისი ძალაუფლების კონსოლიდაციას და ამას იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და ამიტომ, ჩვენ არა მხოლოდ საქართველოს დავკარგავთ, არამედ ჩვენს პრინციპებსაც ვუღალატებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროგრამა კომისიის 2025 წლის იქნება – დაიწყეთ საქართველოდან და დაუჭირეთ მხარი იქ დემოკრატიულ პარტიებს”, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.