spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აუსტრევიჩუსი – უვიზო რეჟიმიც დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რეზოლუციას “ქართული ოცნება” სერიოზულად უნდა მოეკიდოს

ამ რეზოლუციაში უვიზო რეჟიმიც დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. რეზოლუციას “ქართული ოცნება” სერიოზულად უნდა მოეკიდოს, რადგან ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი ძალიან სერიოზული გზავნილი თბილისისთვის.

“ეს არის კიდევ ერთი ძალიან სერიოზული გზავნილი თბილისისთვის, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რაიმე მოძრაობდეს დადებითი მიმართულებით, პირიქით, დრაკონული კანონების მიღება და უფრო მკაცრი წესები შემოდის, მატულობს ძალადობა ქუჩებში. ამიტომ, რეზოლუციას “ქართული ოცნება” სერიოზულად უნდა მოეკიდოს, რადგან ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა.

საგულისხმოა, რომ ამ რეზოლუციაში უვიზო რეჟიმიც დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას ვაფორმებდით, დემოკრატიული კრიტერიუმების შესრულება ყველაზე მთავარი პირობა იყო. გარდა ამისა, არის მოწოდება, რომ გადაიხედოს ეკონომიკური თანამშრომლობა. მთლიანობაში, ეს არის ძალიან საგანგაშო რეზოლუცია და ბოლო გაფრთხილება, რომ გამოიღვიძონ და დაიწყონ მოძრაობა სწორი მიმართულებით”, –  განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები