ავსტრიის ლიდერი ავიახაზები – Austrian Airlines თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იწყებს ოპერირებას.
ავსტრიული ავიაკომპანია ვენა-თბილისი-ვენის მიმართულებით 2024 წლის მაისიდან იფრენს.
პირდაპირი ავიარეისები საქართველოსა და ავსტრიის დედაქალაქებს შორის კვირაში სამი სიხშირით შესრულდება.
Austrian Airlines 60-წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიის უდიდესი ავიაკომპანიაა, რომლის ჰაბი ვენის აეროპორტია. “ლუფტჰანზა ჯგუფის“ წევრი ავსტრიის ავიახაზების გლობალური მარშრუტების ქსელი 120-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს.