ბატონი ბიძინა ივანიშვილი სიცრუეში მართავს ქვეყანას 12 წელია, ამის მოთმენა და ამის ატანა აღარ შეიძლება. მას ჰქვია ცრუპენტელა, – ამის შესახებ რუის-ურბნისის ეპარქიის დეკანოზმა გიორგი აბდუშელიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არჩევნები, რა თქმა უნდა, არ არის ჩატარებული და აუცილებელია, რომ ეს ხელისუფლება საქართველოს მოშორდეს.
“ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სიცრუეში მართავს ქვეყანას 12 წელია, ამის მოთმენა და ამის ატანა აღარ შეიძლება. მას ჰქვია ცრუპენტელა. ჩვენთან ეკლესიაში მხარს უჭერენ და ერთად არიან შეხმატკბილებულები ჩვენი მთავრობა და მეუფე შიოს მოღვაწეობით, ის ეპისკოპოსები, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს მოღალატე მთავრობას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიჰყავს რუსეთში. ვერავინ ვერ წარმოვიდგენდით ასეთ გაყალბებას. ეს არჩევნები, რა თქმა უნდა, არ არის ჩატარებული და ჩვენ, აუცილებლად, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ჩატარდეს საქართველოში ნორმალური არჩევნები და ეს ცრუპენტელა ხელისუფლება მოვაცილოთ საქართველოს“, – განაცხადა დეკანოზმა გიორგი აბდუშელიშვილმა.