spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ავღანეთის მოსახლეობა ქაბულიდან გაღწევას ცდილობს

BBC-ის ინფორმაციით, ავღანეთში, სადაც ტერიტორიის უმეტეს ნაწილს უკვე “თალიბანი“ აკონტროლებს და პრეზიდენტის სასახლეც დაიკავეს, მოსახლეობა ცდილობს, დედაქალაქიდან დანიშნულ რეისებზე შეაღწიოს.

 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, რომელზეც ქაბულის აეროპორტში არსებული არეულობაა ასახული. 

 

ადამიანები თვითმფრინავში ასვლასა და ქალაქის დატოვებას ცდილობენ.

 

“ალბათ, ეს ერთ-ერთ ყველაზე სევდიანი სურათია, რომელიც მე ავღანეთში მინახავს. ხალხი სასოწარკვეთილი და მიტოვებულია. დახმარების გამწევი სააგენტოები – არა, გაერო – არა, მთავრობა – არა. არაფერია“, – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

 

15 აგვისტოს “თალიბანი” ქაბულში შევიდა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

 

ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე “თალიბების“ ხელშია. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები