spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ავიაკომპანია Jazeera Airways საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „Jazeera Airways“ ბათუმის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას, – ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

 

ავიაკომპანიის მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ფრენები ელ ქუვეითსა და ბათუმს შორის 2024 წლის 14 ივნისიდან, 16 სექტემბრამდე, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა Jazeera Airways-ს სააგენტომ 2024 წლის 20 თებერვალს მიანიჭა.

 

ელ ქუვეითი – ბათუმი – ელ ქუვეითის მიმართულება ახალია ავიაკომპანიისთვის. ამ ეტაპისთვის, „Jazeera Airways“ რეგულარულ რეისებს ელ ქუვეითი – თბილისი – ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე ახორციელებს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები