spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ავიაკომპანია Pegasus Airlines ახალი მიმართულებით იწყებს ოპერირებას

თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი ფრენების განხორციელებას ახალი მიმართულებით იწყებს.

 

კერძოდ, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, რეგულარული რეისები იზმირი – თბილისი – იზმირის საჰაერო ხაზზე შესრულდება. 

 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები იზმირსა და თბილისს შორის 4 მაისიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ  ოთხშაბათს და კვირას განხორციელდება.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ,  ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 2022 წლის 22 თებერვალს მიენიჭა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები