spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ავთო მეგრელიძე – გადავიდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, მოაწყო პროვოკაცია, ცხადია, მიიღეს საკადრისი პასუხი

“ქართული ოცნების” წევრის ავთო მეგრელიძის განცხადებით, ჩოხატაურში ოპოზიციური პარტიის წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს.

 

როგორც მეგრელიძემ აღნიშნა, მის თანმხლებ პირს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხელი დაარტყა, რაზეც პასუხი მიიღეს.

 

“ჩემს პირად საქმეზე მივდიოდი ჩემს მეგობრებთან ერთად, რა დროსაც ნაცმოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენლები ბაზრობაზე არიგებდნენ რაღაც ფურცლებს. ერთ-ერთმა მათგანმა როდესაც დამინახა, ეგრევე გადავიდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, მოაწყო პროვოკაცია და ხელი დაარტყა ჩემს თანმხლებ პირს. ცხადია, ამ პროვოკაციის ავტორებმა მიიღეს საკადრისი პასუხი. არავინ აპირებს “ნაცმოძრაობას” გინება და ცემა შეარჩინოს”, – განაცხადა ავთო მეგრელიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები