spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ურბნისთან, ავტომაგისტრალზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა, რის შემდეგაც ორივეს ცეცხლი გაუჩნდა.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ისინი კატასტროფის ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

 

გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე ჯერჯერობით არ გადაუსვენებიათ. 

 

ადგილზე პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები