თბილისიდან ბათუმში მიმავალი სამგზავრო ავტობუსი აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის აღაიანის მონაკვეთზე დაიწვა.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტობუსი კომპანია “მეტროს” ეკუთვნოდა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.
“მეტროს” ცხელ ხაზზე აცხადებენ, რომ დაუკავშირდებიან ყველა მგზავრს, რომლებიც ამ ავტობუსით გადაადგილდებოდნენ და ზარალს აუნაზღაურებენ.