რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ფონიჭალის მონაკვეთზე, ერთმანეთს “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 19 წლის ბიჭი, ავტომობილიდან მაშველების დახმარებით ამოიყვანეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.