spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის სახალხო ფრონტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟურნალისტი, ყოფილი პოლიტპატიმარი სეიმურ ჰაზი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ჰაზი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის კრიტიკოსმა “სარფზე” თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ვერ შეძლო.

 

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, “ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, ასე არ უნდა იქცეოდეს“.

 

“ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უარი მითხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე. მე ვარ ჟურნალისტი, მაქვს კრიტიკული პოზიცია და ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა ამის მიზეზი. საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლება ძალიან ახლო ურთიერთობაშია და სხვა ვერაფერს ვიფიქრებ, ეს არის შეთანხმებული მოქმედება, სხვა მიზეზი არ ვიცი. მე და მუხთარლი ერთად ვმუშაობდით, ეს საქმეები ერთმანეთს ჰგავს”, – განაცხადა ჰაზიმ “ფორმულასთან”.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fseymur.hezi%2Fposts%2Fpfbid02kgY748zWQpJnX3gaUx4U1DwJ5R5sfiNFUNboEe2oXs5jqMqC8hCXRATyYMr7dqgVl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”207″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები