აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.
“ბატონო პრემიერ-მინისტრო,
ღრმად დამწუხრებული ვართ გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვის დაღუპვის გამო. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელად გისამძიმრებთ პირადად თქვენ, გარდაცვლილი ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და მთელს ქართველ ხალხს”,- აღნიშნავს ილჰამ ალიევი.
ირაკლი კობახიძეს უსამძიმრებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვიც.
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრის შესახებ, რომლის შედეგად დაიღუპა ხუთი ბავშვი. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოვხატავ ჩემს ღრმა მწუხარებას, გიცხადებთ სამძიმარს პირადად თქვენ, გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და მთელს ქართველ ხალხს”,- აღნიშნულია ალი ასადოვის სამძიმრის წერილში.