spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით, შეიქმნა აქთაუში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების სახელმწიფო კომისია, რომლის წევრებიც შემთხვევის ადგილზე უკვე ჩავიდნენ.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფას სამგზავრო ლაინერის 67 მგზავრიდან 32 გადაურჩა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

აზერბაიჯანული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი.

ავიალაინერი ბაქოდან ქალაქ გროზნოში მიფრინავდა, თუმცა კურსი შეიცვალა. ის აქთაუს აეროპორტიდან სამი კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.

ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, ბორტზე აზერბაიჯანის 37 მოქალაქე, რუსეთის 16 მოქალაქე, ასევე ყაზახეთის ექვსი და ყირგიზეთის სამი მოქალაქე იმყოფებოდნენ.

“აზერბაიჯანული ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს სამიტში მონაწილეობას ვერ მიიღებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ილჰამ ალიევი ბაქოში დაბრუნდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები